17:14 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 09:43:04, 454 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - დღეს ქვეყანაში არის თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების საკმარისი რაოდენობა

დღეს ქვეყანაში არის თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების საკმარისი რაოდენობა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქებმა, თურქული მედიკამენტების ფასი კვლავ დაწიეს და საწყის ნიშნულს დაუბრუნეს, ზოგიერთ აფთიაქში, ახლა ხელოვნური დეფიციტია შექმნილი.  

„დღესაც მივდივართ აფთიაქებში და გვეუბნებიან, რომ დეფიციტია. ჩვენ ამას სხვადასხვა წყაროებით ვამოწმებთ და რეალურად დეფიციტი არ არის. ქვეყანაში, საკმარისი რაოდენობითაა იმპორტირებული თურქული მედიკამენტები და სხვა თვეების გაყიდვებს, როდესაც ვადარებთ და ანალიზს ვაკეთებთ, რეალურად, წამლები ქვეყანაში უნდა იყოს",- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გასულ კვირას, თურქულ მედიკამენტზე ფასის მომატება ობიექტური გარემოებებით არ იყო განპირობებული. 
„36%-იანი ფარმაცევტული კურსი, თურქეთში რაცაა, საბოლოო ჯამში ჩვენთან ლარში იყიდება და ეს სხვაობა, ჩვენთან იმდენად  მცირედით აისახება შეიძლება 5, მაქსიმუმ  10% ის ფარგლებში ყოფილიყო ცვლილება და ჩვენ მივიღეთ  300%-იანი ზრდა. არარელევანტური ახსნაა და ჩვენც ვიცით თვლა! შესაბამისად  ეს არგუმენტი მიუღებელია, როგორც სხვა არგუმენტები კანონთან დაკავშირებით და ა.შ.", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა თურქული მედიკამენტების ხარისხზეც გაკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ფარმაცევტული სექტორისთვის, ესეც სპეკულაციის საგნად იქცა. 

„მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზუსტად იგივე ხარისხის მედიკამენტებია, ზუსტად იგივე ბრენდების წარმომადგენლობები და მწარმოებელი ქარხნებია თურქეთში, რაც ევროპაში და სხვადასხვა  განვითარებულ ქვეყნებში. მათ მოჰყვება შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატები, რაც მკაცრად კონტროლდება ჩვენთან. მოგეხსენებათ GMP/GDP სტანდარტის გაკონტროლებაც დავიწყეთ და ყველა ეს მედიკამენტი შეესაბამება ამ სტანდარტს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics