|
2023-03-01 17:24:06, 1213 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის ოლიმპიადაზე დარეგისტრირებული სკოლების რაოდენობით, საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) თანამშრომლობით, 26-28 თებერვალს საქართველოში პირველი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა. მასში მონაწილეობა 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. აღნიშნული ოლიმპიადა ახალგაზრდებს შორის ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების, ახალი შესაძლებლობების შექმნისა და ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა. ოლიმპიადა საქართველოში საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში იმართება, რომელსაც ჩეხური ორგანიზაცია ეკონომიკური განათლების ინსტიტუტი (INEV) წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონიდან მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა და დარეგისტრირებული სკოლების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადაზე მოსწავლეების მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, მათ შორის რეგიონებში, საიდანაც მოსწავლეების ჩართულობა 70% იყო. “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ მიზანია, ხელი შეუწყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შექმნას შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის საწინდარია. სწორედ ამიტომ, ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში გვსურდა, რეგიონში მცხოვრები რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაგვერთო აღნიშნულ ინიციატივაში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ოლიმპიადაში, დაინტერესებულიყვნენ და ზოგადად, დაენახათ ეკონომიკის როლი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - აღნიშნავს თამარ გოჩაშვილი, „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი. პირველი ტური თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო 27-28 თებერვალს რეგიონის სკოლებში გაიმართა, მოსწავლეებმა გაიარეს ონლაინ ტესტირება, სადაც 25 დახურულ კითხვას უპასუხეს. პირველი ტურის შემდეგ 200 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მეორე ტურში, ეროვნულ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. საუკეთესო შედეგების მქონე ათი წარმატებული მოსწავლე კი გასაუბრებას ეროვნული რაუნდის ჟიურისთან გაივლის. შერჩეული ხუთი ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში და ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, სლოვაკეთში გაემგზავრება. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკთან ერთად ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან: Economic Fundamentals Initiative (EFI), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია Institute of Economic Education (INEV).
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)