01:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 22:06:30, 1855 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენ ჯერ არ დაგვიფიქსირებია საბოლოო მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე, ეს საკითხი დიდი მსჯელობას მოითხოვს

ჩვენ ჯერ არ დაგვიფიქსირებია საბოლოო მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე, ეს საკმაოდ დელიკატური, რთული, კომპლექსური საკითხია, ამას დიდი მსჯელობა უნდა და ასე მარტივად ამ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს  - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მან ჩამოთვალა კითხვები, რაც აქვს და რაზეც საუბარი იყო განსაკუთრებით ჰააგაში საქმის მოგების შემდეგ.

„მე ჩამოვთვალე ის კითხვები, რაც მაქვს და რაც მთავარია, რაზეც ვსაუბრობდით განსაკუთრებით ჰააგაში ჩვენს მიერ საქმის მოგების შემდეგ. ეს [კომისიის შექმნა] დელიკატური, კომპლექსური, რთული საკითხია, ამაზე დათანხმება ასე მარტივად შეუძლებელია. რა თქმა უნდა ეს დისკუსიას, კამათსაც  შეიცავს, კითხვები რა თქმა უნდა არის, საშინელებები ქრონოლოგიის სახით აჩვენეს  მთელ მსოფლიოს, შემდეგ ხელი მოუწერეს თავად და რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, ამაზე პასუხები გასაცემია, მაგრამ ამას კომისია  გასცემს პასუხს, საზოგადოება, თუ შევიკავებთ  კომისიაში მონაწილეობისგან თუ კომისიის შექმნისგან თავს, ეს მეორე საკითხია და აბსოლუტურად არარელევანტური. მათ ამ შემთხვევაში ანაღვლებთ ის, რომ ამ ღალატს საზოგადოება სცემს პასუხს, ამ ღალატს არასდროს გავუტარებთ და რამდენჯერაც რუსულ სიტყვას ახსენებენ, მათ ეს [რეზოლუცია] გაახსენდეთ აუცილებლად და ყოველ მიზეზს გარეშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics