|
2023-02-24 20:08:37, 904 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე თბილისის აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით ავიაკომპანია VUELING-ს შეხვდა
საავიაციო ფორუმ Connect 2023-ის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ბოლო შეხვედრა ესპანურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია VUELING-ის ხელმძღვანელობასთან გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და თბილისი-ბარსელონას მიმართულებით ოპერირების დაწყების შესაძლებლობას. "VUELING-თან გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. ესპანური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოს ბაზრით ძალიან არის დაინტერესებული იმ ფონზე, რომ ტურისტული ნაკადები საქართველოდან ესპანეთში და პირიქით, მზარდია. ამას კი ხელი შეუწყო, ქუთაისი-ბარსელონას მიმართულებამ, რომელიც საკმაოდ წარმატებით მუშაობს. ეს არის ერთადერთი პირდაპირი საჰაერო კავშირი ესპანეთის სამეფოსთან. ივნისიდან, კვლავ ქუთაისის აეროპორტიდან გვემატება მადრიდის მიმართულებაც და იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ დატვირთული იქნება რეისები. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ ბაზრის დივერსიფიკაციაზე, მგზავრებს ერთი ქვეყნის მიმართულებით ფრენებს საქართველოს სხვადასხვა აეროპორტებიდან ვთავაზობთ, რათა მათ არჩევანის მეტი საშუალება ჰქონდეთ", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია VUELING 2004 წელს დაფუძნდა და ავიახომალდებისა და მიმართულებების რაოდენობით ესპანეთში სიდიდით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიაა. VUELING-ს ბაზები ბარსელონას, პარიზის (ორლი) და რომის (ფიუმიჩინო) აეროპორტებში აქვს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)