04:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 19:15:49, 891 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე პაპუაშვილს - აქციის არცერთი ორგანიზატორი ელენე ხოშტარიას გარდა, არ წასულა საქართველოდან

აქციის არცერთი ორგანიზატორი, არ წასულა საქართველოდან გარდა ელენე ხოშტარიასი, რომელმაც მას შემდეგ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა, როცა ხელისუფლება დაიმალა და უარი თქვა უკრაინის შემოთავაზებულ კიევში ჩასვლის მოწვევაზე, - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილის განცხადებას რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქციის ორგანიზატორებს "პარაზიტები" უწოდა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და 24 თებერვლის აქციასთან და მის ორგანიზატორებთან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

"აქციის არცერთი ორგანიზატორი, რომელთა რაოდენობა 100 ადამიანზე მეტია, არ წასულა საქართველოდან გარდა ელენე ხოშტარიასი, რომელმაც მას შემდეგ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა, როცა ხელისუფლება დაიმალა და უარი თქვა უკრაინის შემოთავაზებულ კიევში ჩასვლის მოწვევაზე. 
ასე რომ, კობახიძისა და პაპუაშვილის ეს განცხადება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და 24 თებერვლის აქციასთან, მის ორგანიზებასთან, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს.
უფრო მეტიც, ხვალინდელი აქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს რა პასუხისმგებლობითა და ორგანიზებულობით შეგვიძლია საქმის კეთება და საზოგადოების დაკვეთის შესრულება." აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ ორგანიზატორებმა, რომლებმაც 24 თებერვალს საქართველოში უკრაინის სოლიდარობის აქცია დაანონსეს, თავად უკრაინაში წავიდნენ და ამ ყოველივეს მან "პარაზიტობა" უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics