2023-02-23 13:04:52, 824 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ უკრაინის დახმარების თვალსაზრისით გავაკეთოთ
ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ უკრაინის დახმარების თვალსაზრისით გავაკეთოთ,- ამმის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში, სწორედ ამიტომ იკავებენ თავს, რომ ქვეყანაში ახალი კონფლიქტის წარმოშობის რისკები არ გაიზარდოს.
"ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმა და ჩვენმა მოსახლეობამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ უკრაინის დახმარების თვალსაზრისით გავაკეთოთ და ამავდროულად, ჩვენს ქვეყანაში კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის რისკები არ გავზარდოთ",- განაცხადა ბურჭულაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,