|
2023-02-22 14:25:38, 705 ნახვა
საზოგადოება
ხაჭაპურიძე - ექიმებმა შემოგვაპარეს ინფორმაცია, რასაც თვეებია გავიძახით - სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაშია
სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაშია, ამის გადაბრალება პაციენტზე ეთიკის ნაკლებობა და ცინიზმის დემონსტრირებაა, - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე კლინიკა "ვივამედის" ექიმების დღევანდელ განცხადებას. როგორც ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს, ექიმებმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს იმაზე, რაზეც ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე ყურადღებას თვეების განმავლობაში ამახვილებს. "ექიმთა ჯგუფმა შემოგვაპარა ინფორმაცია, რასაც ჩვენ თვეებია გავიძახით - მიხეილ სააკაშვილი არის მომაკვდავ მდგომარეობაში! ამის გადაბრალება პაციენტზე არის ეთიკის ნაკლებობა და ცინიზმის დემონსტრირება. სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია!" - წერს ხაჭაპურიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, დღეს, 22 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. დავარაშვილის თქმით, პაციენტი დასუსტებულია, არის მწოლიარე მდგომარეობაში, აქვს კიდურების ტკივილი, სხეულის წონა და მასის ინდექსი კი დაქვეითებულია. ბრიფინგზე ასევე ისაუბრა "ვივამედის" ენდოკრინოლოგმა და ნუტრიციოლოგმა სოფო მებუკემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი უარყოფით რეჟიმშია, რაც ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი მისი ორგანიზმის ფუნქციონირებისა და წონის შენარჩუნებისთვის საჭირო კალორიების მესამედს ან მეოთხედს იღებს. ენდოკრინოლოგის აზრით, მადის დაქვეითების ფენომენს თავისუფლების იძულებით აღკვეთა განაპირობებს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)