03:48 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 22:33:33, 744 ნახვა

საზოგადოება
ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობა გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ამ მიზნით იუსტიციის სახლის მშენებლობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში - ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მიმდინარეობს. ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ხაშურში იუსტიციის  მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილესთან, ერეკლე ღვიანიძესთან, ერთად დაათვალიერა.

იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ხაშურის მოსახლეობა უკვე მიმდინარე წელს შეძლებს და  ყველა სახის სახელმწიფო მომსახურებას ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში მიიღებს.

ხაშურის იუსტიციის სახლში 18 პირი დასაქმდება. მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალში თანამედროვე ინტერიერის  საქორწინო-სარიტუალო სივრცე მოეწყობა. შენობაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ.

ხაშურის ფილიალი შიდა ქართლის რეგიონში მეცხრე იუსტიციის სახლი იქნება.  გორში,  ქარელში, კასპში, გომში, ბერძენაულში, რუისში, ტყვიავსა და მეჯვრისხევში  იუსტიციის სახლები უკვე ფუნქციონირებს.

დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, 117 იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით, სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470- ზე მეტ სერვისს სთავაზობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics