|
2023-02-21 20:22:04, 719 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - რუსეთზე ყველაზე მეტად გაღიზიანებული ადამიანები ყველაზე მეტად დაკავშირებულები აღმოჩნდებიან ხოლმე რუსეთთან
რუსეთზე ყველაზე მეტად გაღიზიანებული ადამიანები ყველაზე მეტად დაკავშირებულები აღმოჩნდებიან ხოლმე რუსეთთან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს აკია ბარბაქაძეზე, რომელიც საქართველოს დეოკუპაციის მიზნით, გიორგი ვაშაძესთან ერთად ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას აანონსებდა და რომლის მეუღლეს, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებზე აქვს ბინა გაქირავებული. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც რუსებზე და ყველაფერ რუსულზე „გაჟრიალებს“, ამ დროს შენი სახლი რუსებზე გაქვს მიქირავებული, ეს ნაცმოძრაობის სტილია. „ლუსტრაცია იცით რით უნდა მოვახდინოთ? რუსეთზე ყველაზე მეტად გაღიზიანებული ადამიანები ყველაზე მეტად დაკავშირებულები აღმოჩნდებიან ხოლმე რუსეთთან. ყველაზე ანტი ოკუპანტი თავისი გამოხატულებებით და პერფორმანსებით ვინც იყო, ბედის ირონია, და ეს დამთხვევა არ არის, ზუსტად ის აღმოჩნდა შემდეგ რუსული რუბლების მიმღები, ვითომ ჰონორარის. მეორე ვაშაძე იყო და თურმე ბინას აქირავებს რუსებზე. ეს მესამე შემთხვევაა და ასეთი კიდევ არა ერთი შემთხვევა იქნება. ამიტომ, არ უნდა იმსახიობო ადამიანმა, რაც არ ხარ და რისიც არ გწამს ის არ უნდა იძახო, რაღაც აუცილებლად გამოვარდება. მე ეს კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი, თქვენგან მესმის პირველად, მაგრამ არ გამკვირვებია. როდესაც რუსებზე და ყველაფერ რუსულზე თითქოს „გაჟრიალებს“, ამ დროს შენი სახლი რუსებზე გაქვს მიქირავებული, იქ შეიძლება პრობლემა კი არ იყოს ეროვნებით რუსზე მიქირავებაში, მაგრამ შენ რომ გამოხატავ ამის მიმართ რაღაც განსაკუთრებულ პროტესტს და მერე აღმოგაჩნდება, მერე არ უნდა გაგიკვირდეს. ეს ყველაფერი ნაცმოძრაობის სტილია. ამ კონკრეტულ ადამიანთან [აკია ბარბაქაძესთან] დაკავშირებით საერთოდ არ ვიცი, ვიზე რა ქონდა გაქირავებული, მაგრამ სტილია მათი. რა უნდა გაგვიკვირდეს იმის შემდეგ, 50 000 დოლარის ეკვივალენტ მილიონობით რუბლს იღებდა [ელენე ხოშტარია] თვეში და ვიღაცეებს აჯერებს, რომ ჰონორარია თურმე ეს ყველაფერი და ამ დროს რუსების მიმართ ზიზღის ყველაზე მეტად გამომხატველი ის ადამიანი იყო. ცოტა რეალობას დაუბრუნდნენ და მსახიობობას ყველამ რომ თავი დაანებოს, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)