04:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 12:10:39, 696 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდასცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა ხაზგასმით აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობაზე. 

„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ქერიმ ვალიევი მასპინძლობს. გენერალურ შტაბში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი გეგმები დასახეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დელეგაციის წევრები საბრძოლო ოპერაციების ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics