|
2023-02-20 23:03:21, 733 ნახვა
მსოფლიო
ჰოლანდიის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი აგროვებდა მონაცემებს ჩრდილოეთ ზღვაში დივერსიისთვის- Reuters
ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთი ცდილობდა მოეპოვებინა სადაზერვო ინფორმაცია დივერსიისთვის, რომელიც გავლენას მოახდენდა ჰოლანდიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩრდილოეთ ზღვაში. ამის შესახებ Reuters-ი ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც ამტკიცებს, რომ მსგავსი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა. დაზვერვის უფროსის, გენერალ იან სვილენსის თქმით, ოფშორული ქარის ელექტროსადგურის მახლობლად რუსული გემი დააფიქსირეს, რომელიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რუკას ასახავს. ის ჩრდილოეთ ზღვიდან სანაპირო დაცვის ესკორტით გაიყვანეს. სვილენსი ირწმუნება, რომ რუსეთის ფედერაცია ფარულად აწარმოებს ქარის ელექტროსადგურების ფუნქციონირებას ჩრდილოეთ ზღვაში. მანამდე ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ განაცხადა, რომ რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ. გარდა ამისა, 20 თებერვლისთვის ნიდერლანდები აპირებდა სანქტ-პეტერბურგში საკონსულოს დახურვას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერაცია დიპლომატიის საფარქვეშ ცდილობს ნიდერლანდებში დაზვერვის აგენტების შემოტანას. ნიდერლანდებმა ქვეყნიდან 17 რუსული დაზვერვის აგენტი გააძევა და ქვეყანამ ასევე შეწყვიტა რუსებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)