07:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 18:35:00, 696 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - ამ ქვეყანაში არის მთავრობა, სადაც არასასურველია ანტი-პუტინისტების ჩამოსვლა და წითელი ხალიჩებით ხვდებიან გავრილოვებს

ამ ქვეყანაში არის ისეთი მთავრობა, სადაც არასასურველია ანტი-პუტინისტების ჩამოსვლა და წითელი ხალიჩებით ხვდებიან გავრილოვებს, პოზნერებს, ალიუზდენოვებს და ხალხს, რომლებიც არღვევენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ემსახურებიან იმპერიას, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რუსი ანტიპუტინისტი მწერლის და ჟურნალისტი ფილიპ ძიადკოს საქართველოში არ შემოშვების საკითხს.

მისივე თქმით, საინტერესოა თუ რატომ არ უშვებენ ქვეყანაში ისეთ ხალხს, რომლებიც საქართველოს და მშვიდობიანი ქვეყნების გამო უპირისპირდებიან რუსეთის იმპერას.

"მე მინდა მივიდე ამ ადამიანთან, მთელი ღამე გაატარა რაღაც პატარა სივრცეში და სამი დღე უნდა გაატაროს კიდევ აქ... წამების პირობებში არის, ასე უდიერად ეპყრობიან და მაინტერესებს რის საფუძველზე არ უშვებენ ანტიპუტინისტ ჟურნალისტს, რომელიც ებრძვის იმპერიას ჩვენი ინტერესებისთვის, ვინც იმპერიას ებრძვის იმას რომ არ უშვებენ, უკრაინიდან მოწვევაზე უარს რომ იძახიან, ევროპული ვიზები რომ არ უნდათ და რუსეთის მოგება რომ უნდათ რა თქმა უნდა იქნება პროტესტი.

ამ ქვეყანაში არის ისეთი მთავრობა, სადაც არასასურველია ანტიპუტინისტების ჩამოსვლა და წითელი ხალიჩებით ხვდებიან გავრილოვებს, პოზნერებს, ალიუზდენოვებს და ხალხს, რომლებიც არღვევენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ემსახურებიან იმპერიას", - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რუსი ანტიპუტინისტი მწერალი და ჟურნალისტი ფილიპ ძიადკო, რომელიც ვენიდან თბილისში გუშინ ჩამოფრინდა, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. იგი აეროპორტში ყავთ გაჩერებული. 

დღეს, 18:00 საათზე, ელენე ხოშტარიამ აქტივისტებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია გამართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics