07:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 17:08:56, 704 ნახვა

პოლიტიკა
რიში სუნაკი - გვჭირდება ახალი ჩარჩო გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის - საქართველოდან მოლდოვამდე

გვჭირდება ახალი ჩარჩო გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის - საქართველოდან მოლდოვამდე,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

სუნაკის თქმითვე, აღნიშნული ჩარჩო შემუშავდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან NATO-ს წევრი ქვეყნები და სადაც რუსეთმა დაარღვია ადამიანების უფლებები. 

"ცივი ომის შემდგომი ეპოქის ხელშეკრულებებმა და შეთანხმებებმა უკრაინაში არ გაამართლა. ასე, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ჩარჩო მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის. ადამიანის უფლებებიდან დაწყებული ბირთვული საფრთხეებით, საქართველოდან მოლდოვამდე, რუსეთმა ჩაიდინა დარღვევები NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართ და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი არ იყო საკმარისად ძლიერი",- განაცხადა სუნაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics