02:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 13:23:49, 1737 ნახვა

ეკონომიკა
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ორნიშნა ზრდა, როგორც ჩანს, იანვარშიც შენარჩუნდება

იანვრის საგარეო სექტორის მაჩვენებლები კვლავ ძლიერია. კერძოდ, ექსპორტისა და იმპორტის ზრდამ აშშ დოლარში, 38.5% და 25.2% შეადგინა. ასევე, შესაბამისი შესწორებების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა გზავნილები, დაახლოებოთ 37.5%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენამ 2019 წელთან შედარებით, „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, 167.6% შეადგინა. საგარეო ვაჭრობის უფრო დეტალური მონაცემები და ასევე სებ-ის მიხედვით ტურიზმის დინამიკის იანვრის მაჩვენებლები ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

საერთაშორისო ბაზრების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მოსალოდნელზე ძლიერი დასაქმების მაჩვენებლებისა და უფრო მაღალი ინფლაციის გამო, აშშ დოლარის სხვადასხვა ვადიანობის საპროცენტო განაკვეთებმა მოიმატა. ასევე, დოლარის გაცვლითმა კურსმა ბოლო პერიოდში დაკარგული პოზიციები გარკვეულწილად აღიდგინა. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ ბაზრის მოლოდინებით, ორწლიანი და მეტი ვადიანობის ევროსა და დოლარის საპროცენტო განაკვეთებს შორის დიფერენციალის პროგნოზი, კვლავ ევროს გამყარებაზე მიუთითებს. ასევე, ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ევროსა და დოლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შეფასება, საშუალოვადიან პერიოდში უფრო მყარი ევროს არგუმენტებია. ამ კუთხით, საქართველოსათვის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სავალუტო რისკის აღებისას, პორტფელში ევროსა და დოლარის სავარაუდოდ ოპტიმალური წილის „თიბისი კაპიტალის“ გაანგარიშება კვლავ უცვლელია, რაც ჩვენს ადრინდელ პუბლიკაციებშია ხელმისაწვდომი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005704-weekly-update-from-the-chief-economist

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics