01:50 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 09:26:27, 754 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი დღეს პოლონეთში ჩავა

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ABCnews ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში შეჭრის წლისთავს უკავშირდება და 22 თებერვლამდე გაგრძელდება. 

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჯეი დუდასაც შეხვდება.

"აუდიენცია გაიმართება ბუქარესტის ცხრა ჯგუფის ლიდერებთან, რომელშიც, პოლონეთის გარდა, ბულგარეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი შედის",- წერს გამოცემა.

ამასთან, როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ბაიდენის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან არ იგეგმება.

"ამჟამად, პოლონეთში ვიზიტისას პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის",- განაცხად კირბიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics