01:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-19 17:39:36, 1565 ნახვა

ომი უკრაინაში
ორბანი - ფაქტობრივად, ევროპა უკვე ირიბად ომობს რუსეთთან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიიჩნევს, რომ ევროპა "ირიბად ომშია რუსეთთან", რადგან რამდენიმე ევროპული ქვეყანა პირობას დებს, რომ გაგზავნის საბრძოლო ტანკებს, რათა დაეხმაროს უკრაინას მოსკოვის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს წევრობა უნგრეთისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, მაგრამ მისი მთავრობა არ გაუგზავნის იარაღს უკრაინას და არ გაწყვეტს ეკონომიკურ ურთიერთობებს მოსკოვთან.

ორბანი, რომელიც ბოლოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე სამი კვირით ადრე შეხვდა, ვარაუდობს, რომ ომი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

„ევროპა სწორედ ამ წუთებში გადადის ომში, ის აკეთებს საშიშ ბალანსირებულ მოქმედებას. ფაქტობრივად, ისინი უკვე ირიბად ომობენ რუსეთთან",- განაცხადა ორბანმა, 

ორბანის თქმით, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოზიცია ომის მიმართ გასაგებია. მაგრამ მან თქვა, რომ კონფლიქტი შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო, თუ გარანტია იქნებოდა, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდებოდა. 

„ერთი წლის წინ დასავლეთმა სხვაგვარად გადაწყვიტა. როდესაც რუსეთმა შეტევა დაიწყო, დასავლეთმა კონფლიქტის იზოლირება კი არ მოახდინა, არამედ აწია იგი სრულევროპულ დონეზე. მას შეეძლო მიეღო ეს, როგორც ადგილობრივი რეგიონალური ომი, ან სამხედრო კონფლიქტი ორს შორის“, - თქვა ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics