01:50 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-19 14:25:52, 1055 ნახვა

მსოფლიო
მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ თურქეთში სამაშველო სამუშაოები სრულდება

დამანგრეველი მიწისძვრიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, თურქეთში სამაშველო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ხელმძღვანელმა, იუნუს სეზერმა განაცხადა. 

მისი თქმით, ძირითადი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს ღამით დასრულდება. ისლამური ტრადიციის თანახმად, მიცვალებული რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნენ დაკრძალული. 

ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანის ერთ-ერთი ბოლო მცდელობისას, მიწისძვრიდან 12 დღის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ანტაკიის სამაშველო ადგილზე ნამსხვრევების გაწმენდა დაიწყეს.

მაშველებმა განაცხადეს, რომ მაძიებელმა ძაღლებმა და თერმოკამერებმა ორი ადამიანის სიცოცხლის ნიშნები დააფიქსირეს, მაგრამ შუაღამის შემდეგ, სამაშველო სამუშაოები შეწყვიტეს.

"არავინ არის ცოცხალი. მგონია, რომ ხალხის გადარჩენა აღარ შეგვიძლია", - თქვა AFAD-ის წევრმა, მუჯდათ ერდოღანმა. 

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მოსალოდნელია, რომ რიცხვი გაიზრდება. არც თურქეთს და არც სირიას ზუსტად არ უთქვამთ, რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაახლოებით 26 მილიონი ადამიანი თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics