10:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-19 12:45:56, 1715 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბევრი რამ, რასაც ჩვენ ვამზადებთ, დამოკიდებულია დონეცკში მიმდინარე ბრძოლაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უახლოესი გეგმების დიდი ნაწილი დონეცკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლებზეა დამოკიდებული.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი დასასრული აქვს - მარცხი. 

„ბევრს საუბრობდნენ ჩვენს გამარჯვებაზე. მსოფლიო ლიდერებმა ჩვენს მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი მესიჯები გამოაგზავნეს. რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი დასასრული აქვს - მარცხი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთის დამარცხების დასაჩქარებლად.

ტრადიციულად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ახლა ბრძოლის ველზე სახელმწიფოს იცავს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თითოეული მათგანი, ვინც დონეცკის რეგიონს იცავს. იქ გრძელდება ყველაზე სასტიკი და პრინციპული საომარი მოქმედებები. დაპირისპირება, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რისთვისაც უახლოეს მომავალში ვემზადებით", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics