|
2023-02-17 22:46:32, 765 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, პარლამენტში კომიტეტი წევრებს სოციალური საკიტხები გააცნო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, 2022 წლის მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს გააცნო. ზურაბ აზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით დანერგილ DRG სისტემაზე, რომელიც დაფინანსების ყველაზე სამართლიანი პრინციპია. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სპეციალური ჯგუფი დაფინანსების ახალი სისტემის დანერგვის მიმდინარეობას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება, აქტიურად მიმდინარეობს, სექტორის მხრიდან დაფიქსირებული ყველა პრეტენზიას განხილვაც. ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება - მათ შორის, თურქეთის ბაზრის გახსნაზე, ელექტრონული რეცეპტების სისტემასა და სავალდებულო GDP/GMP სტანდარტებზე. მინისტრმა წამლებზე დაწესებულ რეფერენტულ ფასებზე ისაუბრა, რომელიც 15 თებერვლიდან ამოქმედდა და 800-ზე მეტ მედიკამენტს შეეხო, 15 მარტიდან კი, დამატებით, 400 მედიკამენტზე გავრცელდება. ჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიური მედიკამენტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის გატარებული ღონისძიებებიც მიმოიხილა. პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრმა დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტების საჭიროებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის შესყიდვის პროცესში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ბენეფიციართა მშობლების შენიშვნები. მინისტრმა, 2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტებით აკრედიტაციაზეც ისაუბრა და დეპუტატებს კლინიკებში ინფექციის კონტროლის მონიტორინგების შედეგები გააცნო. ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებზე გააკეთა აქცენტი. მისი განცხადებით, ექიმებისა და ექთნებისთვის დაწესებული მინიმალური ანაზღაურების რეფორმა 17 300 დასაქმებულს უკვე შეეხო. ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განხორციელებული ცვლილები გააცნო. მათ შორის, პარამედიკოსების პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტური მომსახურება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში, პარამედიკოსის საბაკალავრო კურსის დასანერგად. გასული წლის შეჯამების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს 2023 წლის გეგმები გააცნო. ასევე, ისაუბრა C და B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებზე. მისი თქმით, 2025 წლისთვის, სრულად უნდა მოხდეს C ჰეპატიტის ელიმინაცია. რაც შეეხება დიალიზის პროგრამას, ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარებისთვის, ერთიან სივრცეში, ყველა საჭირო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის მინისტრმა 2022 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული დევნილთა განსახლების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2025 წლისთვის, 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილებული იქნება საცხოვრებლით. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა დასაქმებისა და სოციალურ მიმართულებებზე. ზურაბ აზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პენსიასა და შშმ პირების გაზრდილ გასაცემლებზე, ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, 150 ლარიდან 200 ლარამდე კიდევ გაიზრდება სოციალურად დაუცველი
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)