10:40 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 17:24:01, 678 ნახვა

პოლიტიკა
ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესმა და ესპანეთის დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა გამართეს.

"მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.

შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს - „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“.
მხარეებმა ასევე განიხილეს მხარეთა შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი.

ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს ეწვია, სადაც ესპანელი სტუმრები გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს.

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics