|
2023-02-17 10:38:45, 1259 ნახვა
ეკონომიკა
ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნები SABA Reader-ში
საქართველოში პირველად, “საბამ” “wavetech” - თან თანამშრომლობით, ციფრულ ბიბლიოთეკაში ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული წიგნები დაამატა. ამ ეტაპზე “საბას” ბიბლიოთეკაში ინოვაციური ტექნოლოგიით გახმოვანებული 20-მდე წიგნია ხელმისაწვდომი მკითხველებისთვის, მათ შორის, რამდენიმე უფასოა. “ხმოვანი წიგნებით დაინტერესება გასული წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რაც ლოგიკურიც არის თანამედროვე ადამიანის გრაფიკისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით. Მკითხველის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ „wavetech”-თან თანამშრომლობა, რომელსაც AI ტექნოლოგიით გახმოვანების სწრაფი და საუკეთესო შესაძლებლობები აქვს. ახალი ტექნოლოგიის ინტეგრაცია დაგვეხმარება ხმოვანი წიგნების მოყვარულ მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და ჩვენი ბიბლიოთეკა სხვადასხვა ჟანრის წიგნებით შევავსოთ. ამჟამად აპლიკაციაში მხოლოდ 20-მდე წიგნი დავამატეთ სატესტო რეჟიმში და ველოდებით მკითხველების გამოხმაურებას,” - ირინა ჯავახაძე, “საბას” დირექტორი. “wavetech-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სკალირებადი სისტემის შექმნა იყო, რადგან ადამიანური რესურსების სკალირება უზარმაზარ ფინანსურ და დროის რესურსებთანაა დაკავშირებული. ასეთი სერვისის არსებობის შემთხვევაში კი, მოთხოვნის / დატვირთვის ზრდის შესაბამისად სკალირება მარტივი ტექნიკური პრობლემაა. შესაბამისად, რადგან “საბას“, როგორც ბაზარზე ყველაზე დიდ ელ. Წიგნების პლატფორმას, ათასობით წიგნი აქვს - ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს გახმოვანება რამდენიმე წელსა და უზარმაზარ ფინანსურ რესურსს საჭიროებდა. თუმცა, ჩვენი რეალისტური ხმოვანი აგენტებით “საბას” 20-მდე წიგნის გახმოვანება სულ რაღაც 20 წუთში შევძელით - როცა ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს 4 თვეზე მეტი დაჭირდებოდა,” - სოფი ზამბახიძე, wavetech-ის დირექტორი. AI-ით გახმოვანებული წიგნების გარდა, SABA Reader-ში ტრადიციული მეთოდით გახმოვანებული 1000-მდე ხმოვანი წიგნია. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ არაერთი ფუნქცია, მათ შორის. აკონტროლონ ჩანაწერის სიჩქარე, გააქტიურონ ავტომობილის რეჟიმი და სხვ. შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, „თიბისისა“ და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს. რაც შეეხება “wavetech”-ს, იგი Speech Processing კომპანიაა და მისი სერვისები ქართულ Text to Speech, Speech Recognition და Speaker Diarization პროდუქტებს მოიცავს. მათ სერვისებს უკვე 2 წელზე მეტია იყენებენ სხვადასხვა ადამიანური რესურსების ავტომატიზაციებისათვის, როგორიცაა: ხარისხის კონტროლი ქოლცენტრებში, ქოლცენტრების ავტომატიზაცია, პროფესიონალური გახმოვანება და ვოისოვერი, მედიამონიტორინგი და ა.შ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)