06:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 11:16:51, 843 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა პარლამენტში ნარჩენების მართვის განახლებული ეროვნული სტრატეგია და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა წარადგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში  საქართველოს   ნარჩენების მართვის განახლებული ეროვნული სტრატეგია და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალვერდ ჩანქსელიანმა საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების განახლებული ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

"ყურადღება გამახვილდა 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებზე, რომელიც მოიცავს სახიფათო, პლასტიკის, ინერტული, და სამშენებლო  ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას, ასევე, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვება-დამუშავებას. 
აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის სტრატეგია ხელს შეუწყობს ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავებას და აღსრულებას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics