10:39 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 10:37:52, 795 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი

576 კოლეგა და მე ვეთანხმებით - სააკაშვილისა და სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის მიერ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას.

როგორც კრამონი Twitter-ზე წერს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, "სასწრაფოდ ჰუმანიტარული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო".

"რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით არის მიღებული. 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით - სააკაშვილისა და სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი

სასწრაფოდ საჭიროა ჰუმანიტარული გადაწყვეტილება, რომ საქართველომ ბოლოს და ბოლოს შეძლოს სხვა საკითხებზე კონცენტრირებაც", - წერს კრამონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია გუშინ, 15 თებერვალს მიიღო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics