|
2023-02-14 17:37:56, 911 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - საამაყოა, რომ კურშაველის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანი მასპინძლობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს იოჰან ელიაშსა და საფრანგეთის სპორტის მინისტრს ამელი უდია კასტერას შეხვდა. შეხვედრა საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში ალპაინ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული საკითხები და ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა ადგილზე გაცნობოდა ალპაინ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას და სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის საფრანგეთის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს. თავის მხრივ, „სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უდიდესი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკის, სპორტისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაზე. „დარწმუნებული ვარ, საქართველოს კურორტები გახდება ისეთივე წარმატებული, როგორიც დღეს კურშაველია. აქ გამართული შეხვედრების ფარგლებში ჩვენ მივიღეთ უდიდესი მხარდაჭერა და საუკეთესო შეფასებები ყველა ფედერაციისგან. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ამ წლების განმავლობაში გაწეული ჩვენი შრომა დაფასებული და დანახულია. ძალიან კარგ ფორმაში ვხვდებით 2023 წლის ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატს და შეგვიძლია ვიამაყოთ ამით. მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობას ასეთი ძალისხმევისთვის, ასევე მთელ საორგანიზაციო კომიტეტს, სამუშაო ჯგუფებს, მოხალისეებს და ყველას ვინც ჩართულია ამ საქმეში", - აღნიშნა გიორგი რამიშვილმა. მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვა) 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა 3 ახალი საბაგირო (დიდველი), 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა (დიდველი, კოხტა, მიტარბი), წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (დიდველი, მიტარბი -ჯამური მოცულობით 307 000 მ3), 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ჩემპიონატის ფარგლებში მოეწყო სპორტსმენთა სოფელი სპორტსმენების, მედიის წარმომადგენლების და ტექნიკური ინვენტარის მომსახურებისთვის. საერთო ჯამში, ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განხორციელდა 270 მლნ ლარის ინვესტიცია.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)