07:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 15:55:36, 771 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს

ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, ამით იკვებება, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა.

"კარგი და სანუგეშო არაფერი არაა, პირიქით, ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, ამით იკვებება, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს, არ ვიცი რის ხარჯზე არის კიდევ, არ ვიცი, ძალიან ცუდად არის, ძალიან სუსტად",- განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

ამასთან, 11 თებერვალს CNN-მა მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. კადრებში, რომელიც CNN-ს ექსპრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა და რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება, მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდი ჩანს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics