12:08 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 19:50:46, 756 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - უკრაინის საბრძოლო მასალის ხარჯვის მაჩვენებელი ბევრჯერ აღემატება ჩვენი წარმოების ამჟამინდელ მაჩვენებელს

უკრაინის საბრძოლო მასალის დახარჯვის ამჟამინდელი მაჩვენებელი ბევრჯერ აღემატება ჩვენი წარმოების ამჟამინდელ მაჩვენებელს, - ამის შესახევ ევროკავშირის ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, საბრძოლო მასალის მზარდი გადინება საფრთხის მომტანია და მრეწველობას საფრთხეს უქმნის, აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ნატოს შტაბ-ბინაში ახალი საკოორდინაციო კომპონენტი ჩამოყალიბდეს, რომლის მიზანიც ინდუატრიასთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება იქნება.

მან დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ პუტინი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს, ეს იქნება გზავნილი სხვა ავტორიტარული ქვეყნებისთვიდ გზავნილი, რომ ძალის გამოყენება წახალისებულია.

“უკრაინის საბრძოლო მასალის დახარჯვის ამჟამინდელი მაჩვენებელი ბევრჯერ აღემატება ჩვენი წარმოების ამჟამინდელ მაჩვენებელს, ეს ჩვენს თავდაცვის მრეწველობას დაძაბულობას უქმნის. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წარმოება და გავზარდოთ ინვესტიცია, ჩვენი საწარმოო შესაძლებლობები. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ ახალი საკოორდინაციო კომპონენტი ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც უნდა დავადგინოთ ჩვენი მოწყვლადობა და უფრო მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფა ინდუსტრიასთან. ძირითადი შესაძლებლობები, როგორიცაა საბრძოლო მასალა, საწვავი და სათადარიგო ნაწილები მალე უნდა მიეწოდოს უკრაინას, სანამ რუსეთი ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას შეძლებს. სიჩქარე გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება გზავნილი სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ ძალის გამოყენება წახალისებულია. ეს სამყაროს უფრო სახიფათოს გახდის და ყველა ჩვენგანი უფრო დაუცველი იქნება”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics