|
2023-02-13 09:21:15, 714 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საფრანგეთში, გამოფენაში „VinExpo Paris" მონაწილეობენ
პარიზში საერთაშორისო გამოფენა „VinExpo Paris" მიმდინარეობს, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტი მწარმოებელი საკუთარ პროდუქციას გამოფენის 30 ათასამდე ვიზიტორს წარუდგენს. სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება გამოფენის ფარგლებში მოწყობილ სპეციალურ სადეგუსტაციო სივრცეებშიც. მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიებაში მონაწილეობა ზრდის ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას და მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობებს აძლევს. გამოფენაზე თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2023 წელს, ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება წარმოდგენილი. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)