|
2023-02-12 19:02:58, 987 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - სამწუხაროა, რომ პრეზიდენტიც კი მახეში გაება
სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ საკითხზე "აწეული კამპანია გულუბრყვილო და ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვისაც" ერთგვარი მახე აღმოჩნდა. "ბრძოლა თავისივე მოგონილი პრობლემის აღმოსაფხვრელად - ამ ტრენდის დალაგების და არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის ასე თავგამოდებით დაცვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასაცავი არაფერი ჭირს. ზუსტად იციან, რომ თავისივე საკუთრების ქურდობაში ბრალი ვერავის დაედება. აწეული კამპანიაც საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის შედეგი და ერთგვარი მახეა ზედმეტად გულუბრყვილო ან ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვის. სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში", - წერს მდინარაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა თბილისში, ეროვნულ გალერეასთან გამართულ აქციას, სახელწოდებით "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" და თქვა, რომ ის, რაც მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით ხდება, "თანამედროვე საქართველოს ნამდვილად არცხვენს". დღეს, 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან შეკრებილმა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა სანდრო სულაბერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გააპროტესტეს. საქმე ეხება 4 თებერვალს მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)