08:19 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-12 18:27:54, 906 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი - 20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში - მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ეროვნულ გალერეასთან გამართულ აქციას ეხმაურება. 

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ის, რაც მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით ხდება, "თანამედროვე საქართველოს ნამდვილად არცხვენს".

"20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში - მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს????

ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!" - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვეერდზე.

ცნობისთვის, თბილისში, ეროვნულ გალერეასთან სახელწოდებით - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილმა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა მხატვარ სანდრო სულაბერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გააპროტესტეს.

საქმე ეხება 4 თებერვალს მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics