|
2023-02-12 17:38:09, 876 ნახვა
საზოგადოება
„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ - ეროვნულ გალერეასთან მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია იმართება
თბილისში, ეროვნულ გალერეასთან სახელწოდებით - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მხატვარ სანდრო სულაბერიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე კვალიფიკაციის შეცვლას სთხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და აცხადებენ, რომ საქმის აღძვრა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ცენზურის მცდელობას წარმოადგენს. "მე არ მგონია, რომ ჩვენ წულუკიანი ამ ხერხებით შევაკავოთ, თუმცა ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შემდეგმა ხელოვანმა ან ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც მოუნდება პროტესტის გამოხატვა, იცოდეს, რომ იქნება დაცული და საზოგადოება მის გვერდზე იდგება. ეს იყო წულუკიანის მხრიდან დაშინების მცდელობა და ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, რადგან პირიქით, საზოგადოების ძალიან დიდი კონსოლიდაცია მოხდა. წულუკიანს არაფერი არ უშველის, გარდა გაგდებისა", - უთხრა "ტვ პირველს" აქციაზე მისულმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ. ცნობისთვის, 4 თებერვალს, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)