06:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 14:34:46, 2029 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - რუსულმა რაკეტებმა მოლდოვისა და რუმინეთის საზღვრები გადაკვეთეს

ორმა რუსულმა რაკეტამ მოლდოვისა და NATO-ს წევრი - რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა,- ამის შესახებ უკრაინული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ჟალუზნიმ განაცხადა.

ზალუჟნის თქმით, რაკეტები შავი ზღვიდან იყო გაშვებული.

"დღეს, 10 თებერვალს, 10:18 საათზე, ორმა რუსულმა კალიბრის საკრუიზო რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოლდოვას რესპუბლიკასთან. დაახლოებით 10:33 საათზე ამ რაკეტებმა გადაკვეთა რუმინეთის საჰაერო სივრცე და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ, რის შემდეგაც უკრაინის ტერიტორიაზე, ამ სამი ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის ადგილას დაბრუნდნენ",- წერს ზალუჟნი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით ირანული კამიკაძე დრონები გაუშვეს. უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics