01:11 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 11:16:12, 895 ნახვა

საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

ჩატარებული სამუშაოები სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს; შედეგად, მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ფართობები შეფერხების გარეშე მოირწყვება.  პროექტი, რომლის ღირებულებაც 500 ათასი ლარია, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაგისტრალურ არხზე მოწყობილი წყალგამტარის  რეაბილიტაცია ავარიული წყალსაგდების, ჩამქრობი ჭის, მილსადენისა და გაბიონის კედლების მოწყობას ითვალისწინებს; განხორციელდება ფერდზე კოროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავების სამუშაოები. 

მათივე ცნობით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს გაეცნო.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, 60 მლნ ლარის ღირებულების  სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები  მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, დამატებით, 7 540  ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 900 ჰექტარით გაიზრდება.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics