|
2023-02-09 16:32:01, 1599 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება დაიწყო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მიმდინარე წელს, პირველად დაიწყო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება. სერვისი “მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ბენეფიციარებს წარმოადგენენ ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მქონე მოქალაქეები. პროგრამის მიზანია, პაციენტებისათვის შესაბამისი სტაციონარული სამედიცინო სერვისების მიწოდება, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანის შემცირება და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამის მიმდინარეობის პროცესს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე “ბათუმის სამედიცინო ცენტრში - BMS” გაეცნო. “მოსახლეობის მომართვიანობისა და სპეციალისტების რეკომენდაციით, მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება. ამ ეტაპზე პროგრამით უკვე ისარგებლა ათმა ბენეფიციარმა. სამი პაციენტი მკურნალობის კურსს ამჟამად გადის. პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება და წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამის ანალოგს აჭარაში“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს სტაციონარული მკურნალობა უფინანსდებათ სრულად. პროგრამა ვაუჩერული მეთოდით ხორციელდება. ასევე, პაციენტს აქვს სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანის უფლება. მოსარგებლე ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის, ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)