10:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 15:29:23, 1286 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ლონდონში ვარ, რათა პირადად გადავუხადო მადლობა ბრიტანელ ხალხს და პრემიერ-მინისტრს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს ეწვია. პრეზიდენტის თვითმფრინავი ლონდონის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

აეროპორტში უკრაინის სახელმწიფოს ლიდერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა.

"გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინას დაეხმარა. დღეს კი, ლონდონში ვარ, რათა პირადად გადავუხადო მადლობა ბრიტანელ ხალხს მხარდაჭერისთვის და პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს", - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ეს დიდ ბრიტანეთში ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეორე ვიზიტია, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მანამდე პრეზიდენტი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics