|
2023-02-07 13:32:40, 938 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - მუშაობა ეზარება ზოგ-ზოგიერთს და ამას ბოიკოტს ეძახის
მე რომ კაცმა მკითხოს - მუშაობა ეზარება ზოგ-ზოგიერთს და ამას ბოიკოტს ეძახის, - ასე ეხმაურება პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას. როგორც ელისაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "ხელფასს იღებ, არ დადიხარ - გადასარევი სამსახურია პარლამენტი". "ოპოზიციის ნაწილი კვლავ სეზონურ ბოიკოტშია. გაუგონარ და ჩემთვის აუხსნელ ძალისხმევას მიმართავენ ხოლმე. მე რომ კაცმა მკითხოს - მუშაობა ეზარება ზოგ-ზოგიერთს და ამას ბოიკოტს ეძახის. ხელფასს იღებ, არ დადიხარ - გადასარევი სამსახურია ამ მხრივ პარლამენტი და არქმევ ბოიკოტს - მიდი-მოვდივარ, იყავი სახლში, უყურე ტელევიზორს იქიდან", - ამბობს ალეკო ელისაშვილი. შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პარტია მანდატების დატოვების საკითხზე კონსულტაციების გამართვასაც გეგმავს. დღესვე, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი "სტრატეგია აღმაშენებელმაც" გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)