|
2023-02-07 13:11:55, 793 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები დაენანათ
გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები დაენანათ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით,არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. „გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, ასე იყო სიტყვა სიტყვით ნათქვამი, დღეს უკან დაიხიეს და დაენანათ როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები. საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ, არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში, აქედან გამომდინარე ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება ნაცმოძრაობა, ბოიკოტში, პარლამენტი თუ სად. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომლიც მიხედვიტაც გავაგრძელებთ საქმიანობას“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. პარტია სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მანდატების დატოვებაზე საკითხზე კონსულტაციებს გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)