|
2023-02-07 12:39:02, 837 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი სააკაშვილის საქმეზე - დაცვის მხარემ არ მისცა სასამართლოს საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო
დაცვის მხარემ არ მისცა სასამართლოს არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ქადაგიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, პროცესი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და პოლიტიკური სპეკულაციებით წარიმართა. "მიხეილ სააკაშვილის ეს პროცესი მათი მხრიდან იყო პოლიტიკური სპეკულაციებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სპეკულაციებით გამოყენებული. მე ვფიქრობ, რომ თვითონ დაცვის მხარემ არ მისცა სასამართლოს არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო და სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ დღის წესრიგს, ეს დღის წესრიგი დღითიდღე უფრო მარგინალური ხდება. მაინც მოვუწოდებ, რომ ყოველთვის დარჩნენ კანონის ფარგლებში", - განაცხადა ქადაგიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)