|
2023-02-07 10:43:07, 1329 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია
„საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ქვეყანაში მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს - Data Challenge-ს ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში მონაცემთა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების გაძლიერებაა. Data Challenge სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საკუთარი პოტენციალის გამოვლენის, ახალი კავშირების დამყარებისა და „საქართველოს ბანკში“ დასაქმების ძალიან კარგი შესაძლებლობაა. აღსანიშნავია, რომ Data Challenge უკვე მეორედ გაიმართა. მის ფარგლებში, მონაწილეებს უნდა შეექმნათ ისეთი ინოვაციური მეტყველების ტექნოლოგია, რომელიც „საქართველოს ბანკის“ Facebook-ზე, მომხმარებლის მიერ დატოვებული უკუკავშირის ანალიზის შედეგად, მოახდენდა ბანკის მიმართ დამოკიდებულების იდენტიფიცირებას. კონკურსში 85 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან მინიმალური ზღვარი 21-მა გუნდმა გადალახა. ერთი თვის განმავლობაში გუნდები აქტიურად მუშაობდნენ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემუშავებაზე, რომელიც ბიზნესებზე იქნებოდა მორგებული. კონკურსის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა. შეჯიბრის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელს 30 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს 15 000, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს 5 000 ლარი გადაეცა. პირველ ადგილზე გუნდი CharliesAngels (ნიკა ლოსაბერიძე, ალექსანდრე აზიზიანი, ნინო ალანია) გავიდა, მეორე ადგილი გუნდმა N3 (ნიკა დოღონაძე, ნიკა ჩხარტიშვილი, ნინო ბასილაია) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი Synapse NLP (გურამი ქერეჭაშვილი, ნიკა ნიჟარაძე, ერეკლე შიშნიაშვილი) გახდა. „ბიზნესზე მორგებული თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები მომავლის ამინდს ქმნიან. ამიტომ, „საქართველოს ბანკის“ მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციების განვითარებას და მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციონირებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინიციატივა სწორედ Data Challenge-ია“, - განაცხადა ირაკლი გოგატიშვილმა, „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსმა. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“, როგორც თანამედროვე და ინოვაციური ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, Data Challenge უკვე მეორედ გაიმართა. საინტერესო გამოწვევები მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი უნარები, დაამყარონ ახალი კავშირები, გახდნენ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ინდივიდებისა და ექსპერტების ქსელის წევრი. ასევე, მათ შეუძლიათ შექმნან ტექნოლოგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესების გაციფრულებას და ამასთან, დასაქმდნენ „საქართველოს ბანკში“.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)