|
2023-02-06 23:45:31, 828 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო რეჟიმზე გადადის
ამ წუთიდან "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მოსვენება და ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ პრემიერ ღარიბაშვილი ამას პირველი იგრძნობს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტია "ნაციონალურ მოძრაობა" გადადის საგანგებო რეჟიმზე და აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, აქედან გამომდინარე მან მოუწოდა პარტიის წევრებს რაიონებიდან, რომ მოახდინონ მობილიზაცია დედაქალაქში, რომელიც საპროტესტო ცენტრად აირჩა. მან დასძინა, რომ დედაქალაქთან ერთად, ასევე დაიგეგმება აქტივობები რაიონებში. " "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა, ამ წუთიდან "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მოსვენება და ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ პრემიერ ღარიბაშვილი ამას პირველი იგრძნობს, ხვალიდან "ნაციონალური მოძრაობა" გადადის საგანგებო რეჟიმზე და მე მივმართავ ყველა "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარეებს და "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს ფრაქციის თავმჯდოამრეებს წევრებს ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში, მთავარი საპროტესტო ცენტრი რა თქმა უნდა იქნება დედაქალაქი, ასევე დაიგეგმება რეგიონებში აქტივობები", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)