|
2023-02-06 19:31:10, 910 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ახალი ინიციატივა მედიისთვის ცენზურის დაწესებას არ ნიშნავს
აქ ცენზურაზე არ არის ლაპარაკი რა საკვირველია, სარედაქციო პოლიტიკის შესწორებაზე. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც არ გაძლევთ პასუხს, შეგიძლიათ თქვენებურად შეაფასოთ. პასუხის არმიცემაც უკვე პასუხია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი პარლამენტის მიერ ჟურნალისტებს ჟურნალისტების მიმართ შემოღებულ შეზღუდვებს. მისივე თქმით, საუბარია მედიის წარმომადგენლების შეზღუდვებზე, რაც გულისხმობს პარლამენტში დეპუტატების დერეფნებში დევნას, პოლიტიკურად ანგაჟირებული, წინასწარ გაწერილი სცენარით. "აქ ცენზურაზე არ არის ლაპარაკი რა საკვირველია, სარედაქციო პოლიტიკის შესწორებაზე. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც არ გაძლევთ პასუხს, შეგიძლიათ თქვენებურად შეაფასოთ. პასუხის არმიცემაც უკვე პასუხია, ეს ერთი. აქ არის ლაპარაკი შეზღუდვაზე მედიის წარმომადგენლების მოქმედებებისა, რომელიც გულისხმობს პარლამენტში დეპუტატების დერეფნებში დევნას. პირდაპირი გაგებით დევნას, ფიზიკურ დევნას. რატომ გარბიხართ, რატომ ემალებით ობიექტურ შეკითხვას, ეს არის ის სცენარი, რომელიც წინასწარ იწერება სადღაც, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ", - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, მედიის შეზღუდვის მორიგი მცდელობა დღეს შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე დააანონსა. მისი თქმით, აკრედიტებულ ჟურნალისტს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ქცევის წესების შესრულება მოუწევს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)