|
2023-02-06 17:56:00, 1442 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოში ზედიზედ მეორედ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და ამ მაჩვენებელმა 10,1% შეადგინა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა იმ შეფასებებს, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში გაგრძელდა ეკონომიკური აქტივობა და ქვეყანაში, ზედიზედ მეორედ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 10,1 პროცენტი შეადგინა. ვიცე-პრემიერის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ლევან დავითაშვილის თქმით, მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორმა, მშენებლობამ, მრეწველობამ, ენერგეტიკამ, სოფლის მეურნეობამ და სხვადასხვა სერვისებმა, მათ შორის, ტურიზმთან დაკავშირებულმა დამატებითმა ეკონომიკურმა აქტივობებმა. ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა გაზრდილ ექსპორტზე, რომლის გეოგრაფიაც ასევე დივერსიფიცირებული იყო. მისი თქმით, ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 5.6 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო გასული წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის მინიმალური დეფიციტი დაფიქსირდა და მან 2,7 პროცენტი შეადგინა. ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთ რეკორდულ მაჩვენებელზე ისაუბრა. კერძოდ, 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგენს. „ჩვენ იმედი გვაქვს, წლის საბოლოო შედეგი 2 მლრდ - ზე მეტი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციების ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2021 წელთან, არამედ 2019 წელთან მიმართებაშიც," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა გაზრდილ ტვირთბრუნვას და გამომუშავებულ ელექტროენერგიას. კერძოდ, 2022 წელს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებმა 27 მლნ. ტონას გადააჭარბა, ხოლო ქვეყანაში გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით 14,236 მლნ. კვტ.სთ შეადგინა, რაც 13%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული ჯამური წლიური გენერაციის ისტორიული მაქსიმალური მაჩვენებელია. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის პოზიტიური ტენდენციები აისახა დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზე და 2022 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ და დასაქმების დონემ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ლევან დავითაშვილმა მთავრობის წინაშე არსებულ ყველაზე დიდ გამოწვევად ინფლაცია დაასახელა, რომელმაც პიკურ მაჩვენებელს 2022 წლის მაისში მიაღწია, თუმცა შემდეგ კლების ტენდენცია დაფიქსირდა და 2023 წლის იანვარს ინფლაცია 9,4 პროცენტამდე შემცირდა. „ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა საკმაოდ ახლოსაა ევროზონის ინფლაციასთან, რაც ჩვენთვის სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს. ევროზონა სტაბილურობით გამოირჩევა და იმ დროს, როდესაც საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროზონის საშუალო მაჩვენებელს უკავშირდება, ეს იმას მიანიშნებს რომ ჩვენ რეგიონის საერთო ტენდენციებთან ძალიან ახლოს ვართ," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები ქვეყნის სუვერენულ რეიტინგებზეც აისახა - მიმდინარე წლის იანვარში „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო რეიტინგი უცვლელი „BB" დონეზე დატოვა. „პერსპექტივის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, მომავალი შეფასებისას, რეიტინგის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)