02:03 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 16:22:10, 658 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო 6 თებერვალს კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 6 თებერვალს კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს. თავდაცვის უწყების ცნობით, „არმიჰოლში“ გამართულ ღონისძიებაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც თვისობრივად გაზრდის კიბერუსაფრთხოების ხარისხს, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე ეროვნულ დონეზე. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გივი თუმანიშვილმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ეროლ მიუნერმა. 

გამომსვლელების მიერ ეროვნული პერსპექტივის ჭრილში პოზიტიურად შეფასდა სამინისტროს მიერ კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებული საქმიანობა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. სტრატეგიული პარტნიორების მიერ ხაზგასმით აღინიშნა ბიუროს მიერ გაწეული წარმატებული საქმიანობა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა. 

შეხვედრის დასასრულს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია 2022 წელს შესრულებული და 2023 წელს განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics