11:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 11:27:53, 892 ნახვა

მსოფლიო
7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში 300-მდე ადამიანი დაიღუპა

7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია კაჰრამანმარაშის პაზარჯიკის რაიონში, 6 თებერვალს დილის 06:30 საათისთვის, ქვეყნის ათ პროვინციაში დაიღუპა 284 ადამიანი, დაშავდა სულ მცირე 2323 ადამიანი. როგორც სააგენტო ანადოღლუ იუწყება მსხვერპლი შესაძლოა ბევრად გაიზარდოს.

ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში, ძირითადად ჰატაიში, ოსმანიაში, ადიამანში, გაზიანთეპში, შანლიურფაში, დიარბაქირში, მალატიასა და ადანაში. თურქეთმა საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ხელისუფლებამ მიმართა საერთაშორისო დახმარებას.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სტიქიის ზონაში დახმარებისა და სამაშველო ჯგუფების გადასაყვანად ორი თვითმფრინავი გამოყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ადანას, მალატიის, გაზიანთეპის, დიარბაქირის, ჰატაის, ადიამანის, ოსმანიესა და შანლიურფას პროვინციების გუბერნატორებთან.

სახელმწიფოს მეთაურს მიწისძვრის შედეგები და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობა ეცნობა. დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში იგრძნობოდა აგრეთვე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სირიაში, ლიბანში, TRNC, ბერძნულ კვიპროსსა და ერაყში.

ბოლო მონაცემებით, სულ მცირე ასი ადამიანი დაიღუპა სირიის პროვინციებში იდლიბში, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიასა და რაქაში, ასობით ადამიანის ძებნა გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics