11:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 10:49:37, 881 ნახვა

მსოფლიო
სირიაში, მიწისძვრის შედეგად, 237 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 600-ზე მეტი

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სირიაში 237 ადამიანი დაიღუპა. 

როგორც სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.

სირიის საზღვართან ახლოს მომხდარმა მიწისძვრამ ალეპოს, ლატაკიას, ჰამასა და ტარტუსის პროვინციები დააზიანა. 

შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

ამ დროისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.​

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics