06:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 09:22:03, 1783 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - ევროკავშირიდან უკრაინაში ჯარების გაგზავნა დღის წესრიგში არასოდეს ყოფილა

ევროკავშირიდან უკრაინაში ჯარების გაგზავნა დღის წესრიგში არასოდეს ყოფილა,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები ჩართულნი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების მომზადებაში.

„ტანკებისთვის საჭიროა გაწვრთნილი ეკიპაჟი. ევროკავშირის სამხედრო მისიის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა პოლონეთსა და გერმანიაში უკვე დაიწყო. ეს არ ჰგავს მანქანის მართვის სწავლას, ეს მოითხოვს სპეციალიზებული სწავლების კვირებს",- განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე  ჯოზეფ ბორელმა უკრაინაში საომარ მოქმედებებში ევროპული ჯარების მონაწილეობის შესაძლებლობა გამორიცხა. მისივე თქმით, ევროკავშირი არ არის კონფლიქტის მხარე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics