|
2023-02-05 11:55:37, 740 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - ადამიანი აღარ არსებობს - არის ჩხირი, რომელიც ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს
ადამიანი აღარ არსებობს - არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საერთაშორისო გამოხმაურებები არ წყდება. "საშინელი მდგომარეობაა - ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, ადამიანი უკვე აღარ არსებობს. არის ერთი ჯოხი - ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს... ზუსტად იგივე საჭმელი მოვიტანე, რაც ყოველ დილით მომაქვს... ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, ევროკავშირმა მიიღო. საგანგებო სხდომა ჩატარდა. აპირებენ, რომ კიდევ მიიღონ რეზოლუცია. უკრაინის რადა იღებს რეზოლუციას. არის სამიტი, სადაც მუდმივად არის ჩემს შვილზე ლაპარაკი. უცხოური გაზეთი და ჟურნალი აღარ დარჩა, სადაც არ არის ინფორმაცია ჩემს შვილზე. მე არ ვიცი, მეტი რაღა უნდა იყოს. მე არ მეგულება მეორე ასეთი ადამიანი საქართველოში, რომელზედაც შეიძლებოდა ასეთი ხმაური ატეხილიყო", - განაცხადა ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)