02:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 14:43:48, 892 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წამყვან სპეციალისტებს, კრიტიკოსებს და ჟურნალისტებს შეხვდა. 

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ცნობილი და გავლენიანი გამოცემებიდან, ღვინის ექსპერტებს და კრიტიკოსებს ლევან უჯმაჯურიძემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის, ქართული ვაზის ჯიშების მოძიება-აღდგენის,  ღვინის დაყენების და მათზე კვლევის განხორციელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წამყვანი სპეციალისტების, კრიტიკოსების და ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს უძველესი, ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშების უნიკალურობის შესახებ მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა.

„ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი. საქართველოში გავეცანით ქვევრის ღვინის წარმოებას. ჯიღაურას უნიკალური კოლექცია ნამდვილად აღმოჩენაა ჩვენთვის. დიდი სურვილი გვაქვს კიდევ უფრო ახლოს გავეცნოთ ქართულ მეღვინეობას და მევენახეობას", - განაცხადა Evening Standart -ის ჟურნალისტმა დიდი ბრიტანეთიდან, დუგლას ბლაიდმა.

აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში, დღეისათვის, ქართული 470-მდე და უცხოური 350 ვაზის ჯიშია დაცული, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების, კრიტიკოსების და ჟურნალისტების მოწვევის  ინიციატივა ქართველ ბიზნესმენს, კომპანიის „ასკანელი“ დამფუძნებელს, გოჩა ჩხაიძეს ეკუთვნის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics