19:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 14:46:24, 725 ნახვა

პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს კუთვნილი 9 მლნ-ს მითვისებაში

ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, თუ ზელენსკი ზრუნავს თავის მოქალაქეზე, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებასა და მოქალაქეებზე ვზრუნავთ.

"ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე და მასზე წუხს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში. შესაბამისად, თუ ის ზრუნავს თავის მოქალაქეზე და წუხს, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებასა და მოქალაქეებზე ვზრუნავთ და ამის უფლება გვაქვს.  არ უნდა დაავიწყდეს ბატონ ზელენსკის, რომ [სააკაშვილი] უკრაინიდან საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში პირდაპირ არის ბრალდებული და თავადაც ამას ვერ უარყოფს, გადმოკვეთა უკრაინიდან საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით, შესაბამისად საქართველოს მართლმსაჯულება სრულდება ისე, როგორც ამას მოითხოვს ქართული კანონმდებლობა და ჩვენ ჯერ ჩვენს თავს და სახელმწიფოს ვცემთ პატივს და მერე სხვა ქვეყნებს და მათ მმართველებს“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics