19:42 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 14:26:33, 1037 ნახვა

სამართალი
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სააპელაციომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2022 წლის 10 ივლისს, სოფელ კარბში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ქვა ესროლა, რის შედეგადაც განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა.

მათივე ცნობით, ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics