03:03 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 12:58:40, 869 ნახვა

საზოგადოება
NDI - მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია გამოხატავს ხალხის ინტერესებს, უმეტესობა კი კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

ეეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ  გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს.

შეკითხვაზე: თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენ ინტერესებს გამოხატავს პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • 61% - არა;
  • 31% - დიახ;
  • 6% - არ ვიცი;
  • 3% - უარი პასუხზე.

კვლევის თანახმადვე, მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • არც ერთი - 39%
  • ქართული ოცნება - 25%
  • უარი პასუხზე - 10%
  • არ ვიცი - 7%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 6
  • სხვა პარტიები - 13%

ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში  2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 519 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6 61% მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია გამოხატავს ხალხის ინტერესებს, უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - NDI





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics